ბაგა-ბაღების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს. შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.როგორც პალიტრანიუსს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვადის გასვლის შემდეგ შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა."მონაცემების გადაცემის შემდეგ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ" - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის აცრის აუცილებლობის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.