ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოში, საქმიანობის 3-თვიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ბაღებში ვიდეომონიტორინგი ახლაც მომდინარეობს, თუმცა დაემატება კამერები, რათა ყველა სივრცე იყოს ათვისებული. გვანცელაძე თვლის, რომ მიუხედავად მოკლე პერიოდისა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.