ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე, ნიჩბოსნობაში, ორმა ქართველმა მედალი მოიპოვა: მარიამ ქერდიყაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ბადრი ყაველაშვილმა ოქროს მედალი მოიგო. მარიამმა 500-ზე მეტრიან დისტანციაზე კანოეთი გაცურა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი გოგონა უკრაინელ ჩემპიონს 5,26 წამით ჩამორჩა. ბადრი ყაველაშვილმა 200-მეტრზე კაიაკით გაცურვაში ოქროს მედალი მოიგო. მან სერბ სტრაინია სტეფანოვიჩს 0,09 წამით აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.