ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია ძალიან კრიტიკულია.
როგორც მან კრამონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარ პოზიციას ევროპარლამენტარი 30 ივლისის პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.
„ლელო“ შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისთვის ბრძოლას პარლამენტში გააგრძელებს.