"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირებას კიდევ ერტხელ აფასებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირება ცუდია.
ბადრი ჯაფარიძე ასევე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. ლელოს ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ დარჩენილ ერთ კვირაში ძალადობის აქტები აღარ განმეორდება. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ყველა ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში ვითარების ესკალაცია აღარ მოხდეს.