დოკუმენტი, რომელსაც შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას შანსს აძლევს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვნად შესრულება აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს.