ბackstreet Boys-მა სიმღერაზე No Place კლიპი გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს თაყვანისმცემლებისთვის ემოციური დატვირთვა აქვს. მუსიკალურ რგოლში ისინი მეუღლეებსა და შვილებთან ერთად მონაწილეობენ. ბოიბენდი სტუდიურ ალბომს DNA 25 იანვარს გამოუშვებს. დისკიდან უკვე ცნობილია სინგლები Chances და Don’t Go Breaking My Heart, რომლისთვისაც კოლექტივმა ,,გრემის” ნომინაცია მიიღო.