მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, - ამის შესახებ განცხადებას მსჯვარდებული ბაჩო ახალაია ავრცელებს.ახალაია მიიჩნევს, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს, რამე შეწყალება არ სჭირდება.
„საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო" - წერს ახალაია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.