ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. როგორც ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა თადუმაძისგან ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა.შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.