არდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება. აღნიშნულის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ის ყალბია.