პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს.
როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.