ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის შეწყვეტაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ - Palitra News

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის შეწყვეტაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

2020-12-17 16:00:56+04:00

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი საქმის შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ოჯახი და ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ საქმის სწრაფად შეწყვეტა ბადებს ეჭვს, რომ „თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა“.