თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას კიდევ ერთი კვალიფიკაცია დაემატა. კერძოდ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, გარდაცვლილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
ამასთან, უფლებადამცველის განმარტებით 115-ე მუხლის გარდა საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც მიმდინარეობს.