"ბაბუაწვერას ღვინო" - ამერიეკლი მწერლის, ესსეისტის, სცენარისტის, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, რეი ბრედბერის წიგნი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, ნათარგმნია 27 ენაზე, მისი 150-მდე გამოცემა არსებობს. მათშორის ქართულიც, რომელიც ქართველი მკითხველისთვის 2015 წელს ითარგმნა და გამოიცა.
რომანის მთავარი გმირები 12 წლის დაგლასი და 10 წლის ტომია, რომლებიც გაექცნენ ყოველდღიურობას და ცდილობენ თავისი პატარა, ჯადოსნური სამყარო შექმნან. მთავარი თემა კი ზაფხულია, სეზონი რომელიც წიგნში სიცოცხლის, ბედნიერების, სილაღისა და ბავშვური ნათელი მოგონებების სიმბოლოა. "ბაბუაწვერას ღვინო" ავტორის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც გრინთაუნში მომხდარ ზაფხულის ისტორიებს აერთიანებს. ისტორიები ერთმანეთთან მჭიდრო სიუჟეტურ კავშირშია, რომელიც შინაარსობრივად ერთ წიგნს ქმნის. რომანში ზაფხულის ყოველი დღეა მოქცეული, მოქმედება ზაფხულის პირველ დღეს იწყება და 31 აგვისტოს მთავრდება.