იუნესკომ ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის ქალაქი ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ეს გადაწყვეტილება იუნესკოს 43-ე სესიის კომიტეტზე მიიღეს, რომელიც ბაქოში გაიმართა. ერაყის მთავრობა 40 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანათ, მაგრამ იუნესკომ 5-ჯერ თქვა უარი, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ბაბილონი, რომელიც ბაღდადიან 85 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ძველი მსოფლიოს ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო.