აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის, 2019 წლის ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. გიორგი ხანიშვილის თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც საზოგადოებას დატელურ ინფორმაციას მიაწოდებს, თუ რა გზებით უნდა ებრძოლოს მავნებელს. ამასთან, იგეგმება მონიტორინგის იმ სისტემის შექმნა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება თუ როგორია ფარასონას გავრცელების არეალი და ბრძოლის რა მასშტაბებია ჩასატარებელი. ცნობისთვის, მონიტორინგის სისტემა ამ წლის მარტიდან ამოქმედდება. სამინსიტროში იმასაც ამბობენ, რომ გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს ის პესტიციდები, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება, გარემოს აბინძურებს და ზიანს აყენებს მოსავალს.