აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ შუხუთში „მოიზიდე და გაანადგურე“ პროგრამის ფარგლებში მორიგი წამლობა განხორციელდა.
ფაროსანას გავრცელების არეალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა და ერთეულ ადგილებში ფიქსირდება. ფერმერებმა ამ ეტაპზე მეორე წამლობა ჩაატარეს, რის შემდეგაც წამლობის პროცესი გაგრძელდება.