აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში გრძელდება. წამლობა ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. სოფლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება სპეც ტექნიკას. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, წამლობა იმ სოფლებში იგეგმება და ხორციელდება, რომლებშიც მავნებლის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაფიქსირდა. მოსახლეობა „მოიზიდე და გაანადგურეს“ პრინციპით მიმდინარე ღონისძიებებს თვალს ადევნებს და ამ მეთოდის ეფექტიანობას აღნიშნავს. აზიური ფაროსანას ცივი შესხურების პარალელურად, სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებაც გრძელდება.