საქართველოდან მსოფლიო ბაზარზე გასული თხილის მოცულობა სულ უფრო მცირდება. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, თხილის ექსპორტი 2016 წელთან შედარებით, ფაქტობრივად განახევრებულია და 96 მილიონ დოლარზე მეტით არის შემცირებული. აზიური ფაროსანა, სოკოვანი დაავადებები და ბუნებრივ-კლიმატური პირობები - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლებსაც ექსპორტის შემცირების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად მიიჩნევენ ექსპერტები და მეწარმეები. თუმცა, მავნებელზე არანაკლებ პრობლემად, თხილის ბაღების მოუვლელობას მიიჩნევს „გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე. ალექსანდრე მოწერილიას თქმით, ქართულმა თხილმა დაკარგა ის ხარისობრივი მაჩვენებელი, რაც წლების წინ ჰქონდა. შესაბამსიად, მოწერელია მიესალმება იმ ახალ რეგულაციას, რომელიც ორინტირებულია გადამუშავებული თხილის წარმოების მაღალ ხარისხზე. კერძოდ, ექსპორტიორს აქვს ვალდებულება, რომ ექსპორტზე გატანილი პროდუქტი წარმოებული იყოს მხოლოდ იმ საწარმოში, რომელსაც გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი შესაბამიის სერტიფიცირება. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ეს ხელს შეუწყობს მსოფლიო ბაზარზე სანდოობის გაზრდას ქართული თხილისადმი, რაც ექსპორტის ზრდაშიც ჰპოვებს ასახვას