აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს. პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე რეკომენდაციები გააცნეს.