ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების, სხვენების და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს. რეგიონის გუბერნატორის დავალებით, შექმნილია საინიციატვო ჯგუფები, რომლებიც შეწამვლითი პროცესის პარალელურად, საცხოვრებელ ოთახებში,სადაც ქიმიური წამლობა აკრძალულია ფაროსანასგან დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობებიც.