აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8 პროცენტიდან 4,2 პროცენტამდე გაზარდა. ამასთან ერთად, ბანკის ანგარიშით, 2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონის ისეთ ქვეყნებს უსწრებს როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.