აზიის განვითარების ბანკმა ლარით დენომინირებული ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კერძო განთავსებით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუშვა, ხოლო ამჯერად, უკვე საჯარო შეთავაზებით, 2 ახალი სასესხო ფასიანი ქაღალდი, სამი და ხუთწლიანი ვადიანობის, 30-30 მილიონი ლარის ნომინალით გამოუშვა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ამ გამოშვების სიახლე ის იყო, რომ პირველად საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ანგარიშსწორება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების განახლებული სისტემის (GSSS) მეშვეობით განხორციელდა.