Bloomberg-ის პროგნოზით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში აზიაში მილიარდერების რიცხვის ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდება.სააგენტოს ინფორმაციით, აზიაში მილიარდერების რიცხვი 2018-2023 წლებში 27%-ით გაიზრდება და 1003-ს მიაღწევს. შედეგად, ამ რეგიონზე მოვა მსოფლიო მილიარდერების ერთი-მესამედი. რაც შეხება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, ამ პერიოდის განმავლობაში იქ მილიარდერების რიცხვი 17-18%-ით გაიზრდება.
სააგენტოს პროგნოზით, აზიაში გაიზრდება ასევე იმ პირთა რაოდენობაც, რომლებსაც კეთილდღეობის უმაღლესი დონე ექნებათ. ზრდის ტემპის მიხედვით კი, მსოფლიო ლიდერი ინდოეთი იქნება, მას მოჰყვება ფილიპინები და ჩინეთი.