აზერბაიჯანულმა საინვესტიციო კორპორაცია აკორ სენაი ტიკინტიმ საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანულმა კორპორაციამ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მოიგო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ტენდერის ღირებულება 15.3 მილიონ დოლარს შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მაღალი წნევის მილსადენის და წყლის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას მოიცავს.