აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს. როგორც „პალიტრა ნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მისივე ინფორმაციით, გადაადგილება გართულებულია ტურისტებისთვისაც. ამის პარალელურად, დავით გარეჯში დღეს გარეჯობის დღესასწაულს ეროვნული ზეიმით აღნიშნავენ.