აზერბაიჯანთან შესათანხმებელია საზღვრის 1/3, მათ შორის, დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლი - Palitra News

აზერბაიჯანთან შესათანხმებელია საზღვრის 1/3, მათ შორის, დავით-გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლი

2019-05-14 22:10:02+04:00

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციოკომისიების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებთ, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის. ლაშა დარსალიას თქმით, მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართა. მისივე განცხადებით, ორივე მხარე ხელმძღვანელობს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით.