აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხელი უკვე მოაწერა.
ბრძანების შესაბამისად, აზერბაიჯანის მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურს დაევალა დამტკიცებული გეგმის თანახმად უზრუნველყოს სამხედრო პერსონალის გაწვევა.