დღეიდან აზერბაიჯანში მოსახლეობას სახლიდან გასვლა აეკრძალა - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში მიიღო. ამ დროიდან საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სავაჭრო და საჯარო მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის ობიექტებში ვიზიტისას, ნაგვის გადაყრის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასრულებს იმ ორგანიზაციის დავალებას, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ოპერირებს.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 273 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 26-ია.