აზერბაიჯანში ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ, - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათი თქმით, პასპორტების გაცემის საკითხი ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2021-2022 წლების კოვიდ-19-ის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიაში", რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით დღეიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.