აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა - Palitra News

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა

2020-04-07 12:25:06+04:00

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც საერთო ჯამში მათ რიცხვი 641-მდე გაიზარდა. გარდაცლვილია შვიდი ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ვირუსისგან სრულიად განკურნება 44-მა პაციენტმა შეძლო.

ბოლო მონაცემებით, 11 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 17-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსს აზერბაიჯანში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.