აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის მანძილზე 61-ით გაიზარდა და მთლიანობაში 359-ს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 328 მკურნალობას საავადმყოფოებში გადის. აზერბაიჯანში კორონავირუსით სულ 5 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, 31 მარტიდან, აზერბაიჯანში მოსახლეობას სახლიდან გასვლა აეკრძალა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ხოლო 24 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.