აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 114 025-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 323-ს მიაღწია. ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 71 691 პაციენტი განიკურნა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 41 011-ია.