აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 228 975 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 3 082 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 220 292 -ია.
აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა.