აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 681 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 500 311 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 477 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 746 კი - გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში 4 214 781 მოქალაქე სრულადაა ვაქცინირებული.