აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 38 517 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 35 998 უკვე გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 953 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად აზერბაიჯანში 6 921 ტესტი გაკეთდა.