აზერბაიჯანში სხვადასხვა ცერემონიის: ქორწილების, ნიშნობების, დაბადების დღეების წვეულებების და ა.შ., ორგანიზება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან დასაშვები ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა სტუმარი, რომელიც 50-150 -კაციან ცერემონიალს დაესწრება, ვალდებული იქნება, ფლობდეს მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნურია.
რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრები ვალდებულები იქნებიან, პირადი რესპირატორული დამცავი საშუალებები გამოიყენონ, კოვიდპასპორტების წარდგენა კი არ მოეთხოვებათ.