აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ბრძოლები მთელი ფრონტის გასწვრივ დღეს დილამდე გრძელდებოდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა მოწინააღდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, 13 ტანკი, "Grad“-ის სარაკეტო სისტემა, ასევე ქვემეხები და საზენიტო ტიპის იარაღი „ზასტავა“. მათივე ცნობით, განადგურდა 2 სარადარო სადგური და ელექტრონული საომარი ტექნიკა.