აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და საპასუხო სროლის შესახებ იუწყება.„2 აგვისტოს, დაახლოებით 03:27 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდაინთან მდებარე პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის ჰეიდარაბადის დასახლების მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე მხარის შეტევა საპასუხო ცეცხლმა შეაჩერა. „ამჟამად, ამ მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი დანაყოფები აკონტროლებენ,”- აცხადებენ სამინისტროში.