აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება. მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.
„ჩვენი არმია ადეკვატურ ზომებს ახორციელებს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების მოქმედების რაიონში საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც სტეფანაკერტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში ისმის, აღნიშნული საბრძოლო მასალების განადგურების შედეგად გამოწვეული ხმებია.