აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მოწინააღმდეგის რამდენიმე საყრდენი პუნქტის განადგურების და მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. "სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებს, რომლებმაც ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის რაიონებში, სერიოზული ზიანი მიადგათ. ზოგიერთი მიმართულებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა მიატოვეს პოზიციები და უკან დაიხიეს. ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა ძირითადი კომუნიკაციები, მტრის რამდენიმე საყრდენი პუნქტი განადგურდა და მნიშვნელოვანი სიმაღლეები გათავისუფლდა,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.