აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებს.