აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ბასარკეჩარში ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციაა,“ - განმარტავენ უწყებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაძაბულია.