აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.
ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. ლევან იზორიამ და აზერბაიჯანის გენერალ-პოლკოვნიკმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.