აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრილია ერთი ჯარისკაცი.
„27-28 მაისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ბაბეკის რაიონში მდებარე აშაგი ბუზგოვის დასახლებასთან ახლოს ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთი სრულად პასუხისმგებელია სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახჭევანის მონაკვეთზე სიტუაციის გამწვავებაზე.
„სომხურ მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და სხვა ნაბიჯებისაგან, რამაც შეიძლება სიტუაცია გააუარესოს,“- აღნიშნულია განცხადებაში.