"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" ქართულ ბაზარზე არასაბანკო საქმიანობას დაიწყებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკს შესაბამისი თანხმობა უკვე მისცა. ამით ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა, დაიხურა მისი ანგარიშები სებ-ში და საბანკო რეესტრიდანაც ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით "საკანონმდებლო მაცნეში" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის მარტში გავრცელდა. ბანკმა საქართველოს, ასევე რუსეთის ბაზრების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სათავო ოფისს ფინანსური პრობლემები შეექმნა.