აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ბაზრიდან გადის. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება. კერძოდ, როგორც abc.az წერს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი რუსეთსა და საქართველოში ფილიალებს ხურავს.გამოცემის ცნობით, ფილიალების დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 14 მარტს აქციონერების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ბანკის პრივატიზაციისთვის მზადება სახელდება. ამასთან, როგორც ბანკის დროებითმა მმართველმა აბას იბრაგიმოვმა განაცხადა, კლიენტების მიმართ არსებული ყველა ვალდებულება შესრულდება და ბანკების ფილიალების გაუქმება იმ კანონის მიხედვით მოხდება, რომელიც ამ ქვეყნებში მოქმედებს.