12:00
23 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
17-10-2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალური კონტაქტები შეზღუდონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, ყოველ დღე მნიშვნელოვანია. მოგმართავთ, შეხვდით ნაკლებ ადამიანებს შინ და გარეთ. გთხოვთ, უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე, წვეულებაზე, რომელიც ძალიან აუცილებელი არ არის. დარჩი სახლში, რამდენადაც შესაძლებელია”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 348 557-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში 9 767-ს მიაღწია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები