აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა თვითდაშლა გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის სპიკერის, ოგტაი ასადოვის თქმით, პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმები ახალ ფაზაში შევიდა. მისივე თქმით, საზოგადოება აღნიშნულ რეფორმებს მიესალმება.
"კონსტიტუციის მიხედვით, მილი მეჯლისს აქვს უფლება განიხილოს და გადახედოს ამ საკითხს. ახალი გამოწვევები, საზოგადოებრივი მოლოდინი და სხვა ფაქტორები ქმნიან პარლამენტის დაშლისა და რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას", - განაცხადა ასადოვმა.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პარტია პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ მიმართავს.