აზერბაიჯანის ინტერესშია დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩეს. რატომ? მათ ნაწილი ე.წ. ალბანური იდენტობის თეორიის მომხრეა და ამ თეორიის გასამაგრებლად მათ ეს სჭირდებათ. ყველაფრის საუბარი ეთერში არ შეიძლება, ამით შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავაზიანოთ, - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯაფარიძემ „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით,მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსხვავებული ეროვნული ინტერესები არ ამოძრავებთ.